კალიფორნიაში ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ოფიცერმა 7 ლეკვი გადაარჩინა და ამისათვის მას ძალიან დიდი ძალისხმევის გამოყენება დასჭირდა. მან ლეკვები საქალაქო სასამართლოს შენობასთან ახლოს მდებარე ძალიან ვიწრო ორმოდან ამოიყვანა.
ინფორმაციას ამის შესახებ კერნის ოლქის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ავრცელებს. გამოძახებაზე მისულ ჯონ მეჰცინს ლამონტის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მდებარე ორმოდან ლეკვების განწირული წკავწკავი შემოესმა. შედეგად მან შესაბამისი რეაგირება მოახდინა, ხელები და თავი ორმოში ჩაყო და თვითმხილველებმა საკმაოდ შემზარავი ფოტოც გადაიღეს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა, ფოტოს აღწერილობა სასიამოვნო დასასრულს მოასწავებდა.
არსებული ინფორმაციით, ძუ ძაღლი ორმოს ლეკვების დასამალად იყენებდა, სანამ თავად საკვების საძებნელად იყო წასული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ლეკვები საკმაოდ დიდი ხნით დარჩნენ დედის გარეშე, შედეგად განწირული ტირილი ატეხეს. გამვლელებმა აღნიშნული შენიშნეს და შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ.
ოფიცერმა შვიდივე ლეკვის გადარჩენა შეძლო და ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა. მასზე ადგილობრივმა ტელევიზიებმა სიუჟეტებიც მოამზადეს.
მასალის გამოყენების პირობები






