ოზურგეთში დაკარგული გოგონას ოთახში წერილი იპოვნეს, სადაც ის მკვლელობასა და შურისძიებაზე წერს. 17 წლის მარიამ ბურჭულაძის ხელმაწერი ინგლისურ ენაზეა, მას თან ერთვის დანაწევრებული ადამიანების გვამების ნახატები. წერილში მის მტრებზე საუბრობს, რომლებიც ინიციალებით არიან აღნიშნულნი. სავარაუდოდ, ისინი მარიამის პედაგოგები და კლასელები არიან.
მარიამ ბურჭულაძე თვითმკვლელობასაც ახსენებს და წერს, რომ სუიციდი შესაძლოა წამლების მიღებით ჩაიდინოს:
"გუშინ ღამით გველები არ დამსიზმრებია, ჩემს კლასელს შევხვდი დღეს, არაფერი მიგრძვნია. ისინი აღარ მტკენენ, ვფიქრობ, ისინი არ არიან ჩემი მტრები. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ჩემი მტრები: T, I,Z, შესაძლოა, “ტ” იყოს და ჩემი მასწავლებელი. ისინი უკვე მოკვდნენ. შესაძლოა, სხვა არავინ. მოვკლავ თითქმის 6 ადამიანს, არაუმეტეს 7-ს. შესაძლოა, წამლები მივიღო, ეს იმუშავებს, შევეცდები, მკვდარი სხეულები დავხატო, რომლებიც დღეს მოვკალი. შურისძიება ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, მაგრამ ვინ ჩაკლავს იმ ხმებს, რომლებიც ჩემს თავშია და რომლებიც ცოცხლად მჭამენ" - წერია წერილში.
წერილის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის მარიამმა დაწერა.
გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ. ბოლოს ის გაკვეთილების შემდეგ სკოლიდან გასული ნახეს.
ვიდეო კამერებმა ქობულეთის გზაზე მიმავალი დააფიქსირეს. მარიამი მარტო გადაადგილდებოდა. ამის სემდეგ მოზარდის კვალი იკარგება.
მასალის გამოყენების პირობები






