ფეხბურთში ევროპის სუპერლიგის შექმნის ინიციატორებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ პროექტის განხორციელება დროებით შეჩერებულია, სანამ მასში ცვლილებები არ შევა.
ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ 18 აპრილს გამოცხადდა. ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტად მადრიდის რეალის მეთაური ფლორენტინო პერესი აირჩიეს. მისი დამუძნებლები არიან მილანი, არსენალი, ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი და ტოტენჰემი. დამფუძნებელთა განცხადებით, ამ 12 გუნდს კიდევ 8 კლუბი შეუერთდება, რომლებიც ასევე იქნებიან სუპერლიგის დამფუძნებლები. ახალი ტურნირი, აგვისტოში უნდა დაწყებულიყო. მიუნხენის ბაიერნმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
სუპოერლიგის შექმნამ დიდი აჟიოტაჟ და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამ იდეას საფეხბურთო ორგანიზაციები, უეფა, ყველა ევროპული ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები, კლუბიები, ცნობილი მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. უეფა დამფუძნებელ კლუბებს და მასში სავარაუდო მონაწილეებს ევროპული თასებიდან მოკვეთით დაემუქრა.
საფეხბურთო სამყაროდან წამოსული რეაქციის შედეგად "მილანმა" და ექვსივე ინგლისურმა კლუბმა სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ხოლო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
რაც შეეხება რეალს, ის ევროთასებიდან მოხსნის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მისი პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სუპერლიგის პრეზიდენტობის გამო.
მასალის გამოყენების პირობები