ნათია ბერიძის შოკისმომგვრელი აღიარება - ძალადობა მთელი ოჯახის თვალწინ:"სანამ არ გავითიშე, იქამდე მცემდა...“
საზოგადოება - 16:53, 20 Apr, 2021     11203

ჟურნალისტი ნათია ბერიძე მეუღლის მხრიდან ძალადობაზე თიკო ფეიქრიშვილის რუბრიკაში „ქალები“ „იმედზე“ხმამაღლა საუბრობს. მან მეორე ქორწინებისას განცდილი ოჯახური ძალადობის თაობაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ქორწინების დანგრევის შემდეგ, მას საზოგადოების მხრიდან ცუდი დამოკიდებულება შეხვდა, რის გამოც გადაწყვიტა, მეორედ გათხოვილიყო, თუმცა სამწუხაროდ, მოძალადის ხელში აღმოჩნდა. ნათიას თქმით, მისი ყოფილი მეუღლე მოძალადის ხასიათს დაქორწინებამდე კარგად ნიღბავდა.


"პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ, როცა საღამოს სახლში მასთან მივდიოდით, ქუჩაში, მოწმენდილ ცაზე, აბსოლუტურად ფხიზელმა, აბსურდული რაღაცების თქმა მომთხოვა… მომიყევი, რამდენი საყვარელი გყავდაო. კი ვიცი, მაგრამ შენგან მინდა რაღაცების გაგებაო. ამის გამო ისე მცემა ქუჩაში… იქვე ახალგაზრდები იდგნენ და არავინ ხელი არ გაანძრია. ფიზიკურად ვერ გამოვიქეცი, წამართვა ტელეფონი, ტაქსიშიც იგივე გააგრძელა, ტაქსის მძღოლსაც ხმა არ ამოუღია. ვერავის ვთხოვე შველა. ქუჩაში გადმომიყვანა, ტალახში დამაგდო და ისე თმით ასე მიმათრევდა. შემთხვევით მეზობელთან ქეიფობდა ხალხი და ისინი გამოვიდნენ, მიშველეს, გამოვითავისუფლე თავი, შევვარდი სახლში ნივთების ასაღებად, რომ გამოვქცეულიყავი და იქ დამხვდა მისი ოჯახი. ტალახიანი და ნაცემი შევედი. ზუსტად ორ წუთში შემოვარდა და სანამ არ გავითიშე, იქამდე მცემა. ყველა იქ იყო, დედა, და, დის ქმარი, დის მული და ვერავინ მიეკარა. ფიზიკურად წინააღმდეგობის ძალა აღარ მქონდა და გათიშულს თავი დამანება. დედამისი გამოიწია ერთხელ და მასზეც გაიწია. მეტი არავინ ჩარეულა. მან მითხრა, ან 5 წუთში წახვალ აქედან, ან ვერასდროს წახვალო. წამართვა ტელეფონი, საფულე, ტრანსპორტი არ დადიოდა, ღამის სამ საათზე. იცოდა, რომ ისეთი ნაცემი ვიყავი, ფეხს დამოუკიდებლად ვერ გადავადგამდი… ვუთხარი, რომ დილით რომ გაიღვიძებდა, აღარ დავხვდებოდი, ჩემი ენა ჩემი მტერი აღმოჩნდა. ტუალეტშიც კი ვერ გავდიოდი მის გარეშე. ვიყავი ტყვეობაში, მისი ოჯახის წევრები ჯალათებივით თავზე მედგნენ, თუკი სადმე გადიოდა. მერე დედამისის ლაპარაკიდან მივხვდი, რომ ეშინოდათ, მათზე არ გადასულიყო მისი აგრესია და მე შემწირეს…“ - აცხადებს ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42