"მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც მიულოცა წულუკიანს მინისტრად დანიშვნა და… დავრჩი გაოგნებული“ – ზანგურმა წულუკიანის უცნაური განცხადება პირველად შეაფასა
საზოგადოება - 14:24, 20 Apr, 2021     1662

მსახიობმა ბესო ზანგურმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც მინისტრმა მსახიობს პირდაპირ მოუწოდა თეატრის დატოვებისაკენ, რაც მაშინვე შეფასდა როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი წულუკიანის თანამდებობაზე დანიშვნისას მხარს ბოლომდე უჭერდა:

“სიმართლე რომ გითხრათ, თეატრს ეს განცხადება რომ არ გაეკეთებინა, მე თავად არ დავდგებოდი სცენაზე, სანამ სრულად არ დამტკიცდებოდა ჩემი უდანაშაულობა. თეატრმა ეს განცხადება გააკეთა, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მომიწოდა, დავტოვო თეატრი, თანაც სასწრაფოდ! არადა, მთელ სოციალურ ქსელში, მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც მიულოცა თეა წულუკიანს კულტურის მინისტრად დანიშვნა და მართლა გულწრფელად გამიხარდა.

კულტურის სფერო არის სენსიტიური, ძალიან რთულია ამ სფეროს მართვა, სხვანაირი ადამიანები ვართ, ცოტა მოწყვეტილები ვართ სამყაროს, ამიტომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებივით არ უნდა გველაპარაკოს. გაოგნებული დავრჩი, განა მისი განცხადების გამო დავრჩი გაოგნებული, მე მივხვდი, როგორი დასაცინი გავხდებოდი, იმიტომ რომ მე მისი მხარდამჭერი ვიყავი.

ალბათ, სხვა გზა არ ჰქონდა და ასე უნდა ეთქვა, არ ვიცი. მე ვფიქრობ, მინისტრს არ უნდა ეთქვა ის, რაც თქვა, დაარღვია ამ განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმფცია. მინდა, არ მინდა, მომწონს, არ მომწონს , ქალბატონი თეა, ფაქტი ერთია, მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და მომიწოდა თეატრის დატოვებისკენ”, – თქვა ზანგურმა "ალიასთან"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42