“აც უნდა მოხდეს, ჩემთვის არც თეატრი, არც როლი და არაფერი მიღირს ამ ადამიანის დაკარგვად. როგორც აქამდე იყო ჩემთვის მამასავით, იგივეა დღესაც და რაც ვიყავი მე მისთვის, იგივე ბესო ზანგური ვარ დღესაც”- ამის შესახებ მსახიობმა, ბესო ზანგურმა რეჟისორ რობერტ სტურუაზე საუბრის დროს, ,,ალიასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სტურუა მისი უფროსი მეგობარი, უსაყვარლესი ადამიანი და შვილების ნათლია,.
,,მოკლედ რომ ვთქვა, რობერტ სტურუამ, რაც უნდა გააკეთოს, ჩემთვის ის არის კონკურსს გარეშე!”,- ამბობს ზანგური.
მისივე თქმით, არა მარტო რობერტ სტურუას, არამედ უკვე მთელ ქალაქს სჯერა მისი.
,, არათუ რობერტ სტურუას, უკვე მთელ ქალაქს სჯერა ჩემი, მაგრამ მე არ მინდა ასე მხარდაჭერა, სანამ სამართლებრივად არ დავადგენ ყველაფერს და სიმართლე არ დადგინდება სამართლებრივი გზით. ძალადობას გამოვრიცხავ ყოველთვის, ზუსტად იცოდნენ სადაც უნდა დაერტყათ, იქ დამარტყეს, რასაც თავად ვებრძვი და მეორე იქ დამარტყეს, სადაც არის ჩემი სიცოცხლე, ჩემი შვილები. თითით საჩვენებელი მამა ვარ – დამარტყეს მანდ! აუცილებლად დასჭირდება ჩემ მეუღლეს ფსიქოლოგის ჩარევა”,- ამბობს ზანგური.
მასალის გამოყენების პირობები






