"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ, შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!!“- ლევან ხურცია
სოც.მედია - 15:49, 19 Apr, 2021     1194

"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ, შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!!“, - ასე ეხმაურება მსახიობი, ლევან ხურცია, რუსთაველის თეატრთან განვითარებულ მოვლენებს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ, შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!! ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ასევე ვგმობ დაუსაბუთებელ საჯარო ბრალდებებს, რომელიც ცხოვრებას უნგრევს ადამიანს. (არ ვგულისხმობ, რომ პრობლემა ხმამაღლა არ ითქვას, პირიქით, უნდა ითქვას ოღონდ რეაგირებაც უნდა მოჰყვეს, რომ არც ერთი მხარის უფლება არ დაირღვეს).

ან მიიღეთ გადაწყვეტილება შესაბამისმა ორგანოებმა და გაერკვიეთ საკითხში და დასასჯელი დაისაჯოს, ან თუ არაფრის გარკვევის სურვილი არ გაქვთ არც ერთ მხარეს, შევეშვათ თეატრის და დასის პასუხისმგებლობას, რომელიც ფაქტების გარეშე ვერანაირ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს (პირადად ვინ რას გადაწყვეტს, ეს სხვა საკითხია).

მორალური კუთხით თუ შევხედავთ, ერთ მხარეს ძვირფასი მსახიობის ტრაგიკული წარსულია პინაზე და მეორეზე ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც არაფერ შუაში არიან.

პ.ს. მე პირადად არავის პირადი ცხოვრება არ ვიცი და ხმამაღლა ვერავის დავადანაშაულებ! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა? გაირკვეს. და დავასრულოთ ეს საშინელება. სანამ არაფერია დასაბუთებული, ჩემი კოლეგიალური პატივისცემა ნინუცასაც და ბესოსაც! ვიმეორებ და ვაფიქსირებ პოზიციას, არა ძალადობას და არა ბულინგს. ამ დატანჯულ ქვეყანაში ვეცადოთ, რომ ერთმანეთის ელემენტარული პატივისცემა არ დავკარგოთ“ ,- წერს ხურცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42