მარტა ბარამიძემ "მასტერშეფის“ შოუდან "მთავარი არხის“ დილის გადაცემაში გადაინაცვლა, სადაც საკუთარი რუბრიკა აქვს.
მარტა არის დილის გადაცემის თანაწამყვანი და ასევე,"პუტკუნების კულინარიული მოგზაურობის“ პროდიუსერი. წლების წინ მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ ტელევიზიაში აღარ იმუშავებდა.
თუ რამ შეაცვლევინა მას აზრი, "თბილისელებთან" საუბრობს:
"კი, ვთქვი, რომ არასდროს ტელევიზიაში არ დავბრუნდებოდი. ეს ტელევიზია იყო GDS. იქ რაც მოხდა, ეს არც სკანდალი ყოფილა და არც კონფლიქტი. ერთ დღესაც გადაღებაზე გაგვიშვეს ჯარში. სრული ერთი დღე ჯარისკაცულად უნდა გვეცხოვრა. გადაცემის მხატვარმა ზამთრის ფორმის ნაცვლად, ზაფხულის ფორმა გაგვატანა, მაშინ, როცა გადაღება თებერვალში იყო. ძალიან გავცივდი და თირკმელზე შემექმნა პრობლემები, კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და მართლა ბოლო წამებში მივასწარი საავადმყოფოში, რომ დამეგვიანა ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, ვთქვი, რომ აღარ ვაპირებდი ტელევიზიაში დაბრუნებას და მუშაობას.", - ამბობს მარიტა.
მასალის გამოყენების პირობები