მომღერალი თეონა კონტრიძე საჯაროდ განმარტავს თუ რატომ არ მღერის ქართულად და რატომ იკამათა ნიკოლოზ რაჭველთან.
ამის შესახებ კონტრიძემ გადაცემაში "ნოესთან" ისაუბრა:
"როდესაც მე და ნინო ქათამაძემ დავგეგმეთ საერთო კონცერტი, მაგ დროს მოლაპარაკება იყო ასეთი – რომ ნიკოლოზ რაჭველი არანჟირებას ნინოსთვის და თეონასთვის გააკეთებდა. მე რომ ჩამოვედი, არც ერთი არანჟირება გაკეთებული არ დამხვდა.
თუ ამ კონცერტს უყურებ, დაინახავ, რომ თეონა თავის კვინტეტთან, ხოლო ნინო სიმფონიურ ორკესტრთან მღერის. ამ უპასუხისმგებლობას რომ შევეტაკე, მივხვდი, თუ ნიკოლოზ რაჭველს პასუხს ამისთვის არავინ სთხოვს, რუსთაველი მკვდარია, ვის შევჩივლო?! ვინ ითანამშრომლებს ჩემთან აქ? მე კლასს ვგულისხმობ. რეგულარულად მესმის მაღალი კლასის მუსიკოსების უპასუხისმგებლობაზე. სრულ ისტერიკაში მაგდებს, მე რომ საქართველოში გადმოვიდე, ადამიანს შეხვედრა დავუთქვა და არ მოვიდეს.
მერე როცა დავილაპარაკეთ და ნიკამ მითხრა, მოდი, რამე გავაკეთოთო, ვუთხარი, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია მხოლოდ ტორტი გავაკეთოთ-თქო“, – იხსენებს თეონა კონტრიძე.
მასალის გამოყენების პირობები