1 ცალი ქათამი
1 სუფრის კოვზი ერბო
1 ჩაის კოვზი დანაყილი ორცხობილა
1 ჩაის ჭიქა არაჟანი
მარილი გემოვნების მიხედვით
კარგად გავასუფთავებულ ჯერ თბილ ქათამს გადავავლოთ ცივი წყალი.ამით ქათმის კანი გამაგრდება და ადვილი გახდება ცეცხლზე მისი გატრუსვა. შემდეგ გამოვაცალოთ ნაწლავები, ფრთხილად მოვაცილოთ გულ-ფილტვი და კუჭი. სიფრთხილე გვმართებს, რომ ნაღვლის ბუშტი არ გასკდეს და არ გაამწაროს დანარჩენი ნაწილები. ქათმის კუჭი ცალკე გამოვშიგნოთ და კარგად გავრეცხოთ. შემდეგ მარილი მოვაყაროთ ქათამს თავისი შიგნეულიანად, დავდოთ ტაფაზე, დავასხათ ერბო და შევდგათ გახურებულ ჰაერღუმელში. შეწვის შემდეგ ქათამი გადავიტანოთ თეფშზე. ტაფაზე დარჩენილ წვენს დავუმატოთ ცოტა წყალი ან ბულიონი, დავაყაროთ დანაყილი ორცხობილა, მოვშუშოთ დავასხათ არაჟანი და ასე შემზადებული წვენი დავასხათ დაჭრილ ქათამს. შეგვიძლია მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ქინძი.
მასალის გამოყენების პირობები