პროფესორმა სოლომონ ზეიკიძემ და ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფმა სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისები მიაწოდეს
საზოგადოება - 18:06, 18 Apr, 2021     1179

ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ხელმძღვანელობას, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მორიგი საქველმომქმედო აქცია გამართა - მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისი მიაწოდა და ამასთან, მედიკამენტებიც გადასცა. აქციის ფარგლებში, სამედიცინო სერვისი, საერთო ჯამში, 70-მდე ადამიანს მიეწოდა.

„ეს ჩვენი ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფის უკვე რიგით მეოთხე აქციაა - ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევისა და ახალქალაქის სოფელ კოთელიას შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას გავუწიეთ უფასო სამედიცინო მომსახურება. საერთოდ, მსოფლიოსა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ჩვენი საქველმოქმედო აქციებიც სწორედ ამას ემსახურება. სოფელ სამთაწყაროსთვის ეს აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკულად, სასაზღვრო ზონაა. ადგილობრივებს მედიკამენტებიც გადავცეით, რაშიც ფარმაცევტული კომპანია GM ფარმა დაგვეხმარა,“ - ამბობს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და დასძენს, რომ მსგავს საქველმოქმედო აქციებს, მეგობრებთან ერთად, სამომავლოდაც გეგმავს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, კერძოდ, ნიკოლოზ ჯანიაშვილის, ასევე, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის, „ზედაზენისა“ და „ჯი-ემ ფარმას“ თანადგომით ჩატარდა, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე (საქველმოქმედო ჯგუფის ხელმძღვანელი); ექიმ-ფიზიოთერაპევტი ოდისეი სადოევი, ენდოკრინოლოგი ნათია დალაქიშვილი და კარდიოლოგი ქეთი გოროზია. აქციაში, მოხალისეებად ჩართულნი იყვნენ ბექა გოგიაშვილი, გიორგი გოგლიძე, თემო ჯინჭარაძე და თამარ გახელაძე.

შეგახსენებთ: ექიმთა ჯგუფმა, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ანალოგიური საქველმოქმედო აქცია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ილტოს ხეობაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევსა და ახალქალაქის სოფელ კოთელიაში უკვე გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42