“ამოიღეთ ხმა!...” - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს
საზოგადოება - 15:31, 18 Apr, 2021     2656
გასულ კივირას მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ტელეშოუში ყოფილი მეუღლის მსახიობ ბესო ხანგურის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა. მაყაშვილის თმქით, მეუღლე მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლება. მათ შორის არიან მაყაშვილის კოლეგებიც და პოლიტიკოსებიც.

ვინ არიან ცნობილი სახეები, ვინც მაყაშვილს ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა და სოციალურ ქსელში ამ შინაარსის პოსტები გაავრცელეს.

ნინო კასრაძე, მსახიობი

"ჩვენ ყველამ რაღაცა დავაშავეთ ამაში. ეს არის საზოგადოების პრობლემა“


დათა თავაძე, რეჟისორი

ვისურვებ, ერთმანეთი ისე გავაძლიეროთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს საკუთარ თავში ეს დიდი მხნეობა და გამბედაობა!


გრიშო ჟორდანია, მსახიობი

"მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს!!!"


ლაშა ბუღაძე, მწერალი

„მისი კოლეგების უმრავლესობისგან დუმილი კი, იმედია, დროებითია... ამოიღეთ ხმა!"

მარიშკა ჯავახაძე, მსახიობი

"მგონია, რომ მისი საქციელი რეალურად მართლა შეცვლის ისტორიას“

თამთა ინაშვილი, მსახიობი

პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!!"’’

გიორგი მახარაძე, მსახიობი

"მაგ დროს ემოციურად ძალიან დიდი ზარალი ადგება ადამიანს და არ აქვს მნიშვნელობა, 1 თვე გავა თუ 20 წელი. მთავარია, რომ [ნინუცას] ამ საქციელით უამრავ ადამიანს მიეცემა გამბედაობა".

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი

"მისი ხასიათის ნიშნები, რაც მას ჰქონდა ყოველთვის, მგონია, რომ საბოლოოდ დაეხმარა გამკლავებოდა ამ ძალიან რთულ პერიოდს მის ცხოვრებაში

ლელა მებურიშვილი, მსახიობი

"სამაგალითო გოგო ხარ, ძლიერი და მაგარი".

თეონა ლეჟავა, ტელეწამყვანი

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსთაველის თეატრის ყველა სხვა მსახიობს ეყოფა იმის გამბედაობა, რომ ამ გოგოს მხარში დადგნენ".

მერაბ შარიქაძე, მორაგბე

"ჩემი სოლიდარობა ნინუცას, რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, მე პირადად და ყველა მორაგბე ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას ოჯახში".

ანა დოლიძე, პოლიტიკოსი, მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი

"ქალზე ძალადობა და ქალის ჩაგვრა დაუშვებელია და ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქალები ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში"

თინა ბოკუჩავა, პოლიტიკოსი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი

"ამან უნდა მისცეს მაგალითი სხვა ქალებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ იგივე პრობლემა, მაგრამ საზოგადოების სტიგმებიდან გამომდინარე, ისინი ვერ ახერხებდნენ ამ პრობლემაზე საუბარს".


ნინო წილოსანი, პოლიტიკოსი, ქართული ოცნების წევრი

„მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი, ასევე მასთან ერთად ყველა ის ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური სახის ძალადობა“.

ბესო ზანგური შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, მსახიობმა ძალადობაზე ბრალდება უარყო. ზანგურს მხარდაჭერა გამოუხატა რობერტ სტურუამ. საზოგადოების მკვეთრი რეაქციის შემდეგ კი რუსთაველის თეატრმა გააუქმა სამხატვრო ხელმძღვანელის ის სპექტაკლი, რომელშიც ზანგური მონაწილეობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42