სვანეთში, ხაიშის პოლიციის განყოფილებაში 5 პირი პოლიციელს ხელკეტებით სასტიკად გაუწორდა.
თავდამსხმელები, რომლებიც კომენდანტის საათის დროს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილით გადაადგილების გამო გადაიყვანეს განყოფილებაში, სამართალდამცველს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ, რომ მისგან შენიშნვა ვერ აიტანეს.
ხუთი თავდამსხმელიდან სამი დაკავებულია, დაშავებული პოლიციელი კი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე 3 პირი: 1979 წელს დაბადებული ვ.გ. 1990 წელს დაბადებული გ.უ. და 1992 წელს დაბადებული გ.უ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხაიშში დააკავა.
გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დაკავების მიზნით.
პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები