"პროვოკაციას მიმზადებდნენ..." - მაჩალიკაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარზე
საზოგადოება - 20:44, 17 Apr, 2021     3219

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ქუთაისში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ მიუშვეს და უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური გემოვნება აქციაზე მყოფი ნაწილისთვის მიუღებელი იყო.

ამ ფაქტს მაჩალიკაშვილი Facebook-ზე ეხმაურება.

იგი წერს, რომ დღეს მომხდარი ფაქტი მისთვის და მისი მეგობრებისთვის შეურაცხმყოფელი იყო. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ის აქციიდან არ გაუძევებიათ და უბრალოდ სიტუაციას გაერიდა.

"დიახ ეს იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის შეურამცყოფელი რაც მოხდა იმ აქციაზე ქუთაისის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ამ ინციდენტის 100ბით ადამიანი აკვირდებოდა მაგრამ ხმა არავის ამოუღია იმ მომენტში ეხლა რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანის განცხადებას მე პირადად იძულებული ვხდები რომ ვუპასუხო ჩემი პატივისცემის მიუხედავად ყველა იმ ახალგაზრდის ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და თავისი ქვეყნის კეთილ დღეობისთვის აქ ამ აღნიშნულ განცხადებაში წერია რომ მაჩალიკაშვილი გააძევეს ესეც ჩემთვის შეურამცყოფელია მაჩალიკაშვილი არავის მისცემს უფლებას ვინმეს რომ საიდანმე გააძევონ მე მგონი მაგისი ძალა შემწევს მაჩალიგაშვილი გაერიდა იქაურობას თვითონ რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე რომ მიხვდა პროვოკაციას უმზადებდნენ რომ მიხვდა მაჩალიკაშვილი მათვის არასასურველი სტუმარი იყო მე ჩემი საიდანე გაძევების უფლებას არავის მივცემ და ბოლოს ეს ჩემთვის პირველი შეურაცყოფა არ არის და არც ახალი ამბავი ამ 4 წლიანი ჯოჯოხეთური გზაზე მე აქეთ გიხდით ბოდიშს თუ ჩემი ჩამოსვლით პრობლემები შეგიქმენით და თხოვნა მექნება ამ თემაზე არავინ ისაუბროს მეტი და ასევე თხოვნა მექნება ამ პოსტზე შეურამწყოფელი კომენტარები არ გაკეთდეს დრო იტყვის თავისი სათქმელს გამარჯვება მშვიდობა გქონოდეთ პატივისცემით ვახა მაჩალიკაშვილი", - წერს მაჩალიკაშვილი.

ამ ფაქტს გამოეხმაურა "რიონის მცველი" ვარლამ გოლეთიანიც, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ ფაქტთან მათ კავშირი არ აქვთ.

აქ მოსვლა არავისთვისაა აკრძალული. ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით. გამომდინარე აქედან, გვინდა, ამ თემას არ მოჰყვეს გაგრძელება. გვინდა, რომ აღარ იყოს სპეკულაციები ამ თემაზე. მოგეხსენებათ, რომ რთულ ფაზაში ვართ გადასული და ყველანაირად ცდილობს ხელისუფლება, ჩვენთან სხვადასხვა პერსონა თუ ჯგუფი დააპირისპიროს, ვხედავთ, რომ ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან, - ამბობს გოლეთიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42