ბიზნესმენ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კოდუა საკანში მარტო იმყოფებოდა და მას სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია.
„პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ დ. კ. -ს გეგმიური PCR ტესტირებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა . ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






