ნინუცა მაყაშვილის სკანდალური აღიარება და რობერტ სტურუას მოსაზრება, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია - აღშნიშნულ პროცესებზე საკუთარი აზრი მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემაც დააფიქსირა. მისი აზრით, სტურუამ არ უნდა დაიჯეროს, რომ მის წინაშე მოძალადეა.
„არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით გათელო ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა. რობერტ სტურუა ძალიან დიდი ფიგურაა სახელოვნებო სფეროში.
აქამდე არ ვიყავი დაინტერესებული ამ ადამიანით (ბესო ზანგური), არც როგორც მსახიობით სხვათა შორის და ახლა უბრალოდ დავინტერესდი, მისი ინტერვიუ ვნახე, სადაც ამბობს, რომ მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ვჭირდებიო, მაგრამ მერე ბატონმა რობიკომ დამირეკა და იმასაც ვჭირდებოდი რაღაცისთვისო და მე მამაჩემთან არ წავედი და მამაჩემი აღარ მელაპარაკებოდა რაღაც პერიოდიო.
მამას, რომ უღალატებ და ამ შემთხვევაში, რომ უფრო ახლობელი არის თუნდაც რობიკო სტურუა და რატომ არის ახლობელი ასე მე არ ვიცი, მაგრამ აქედან გამომდინარე მინდა, რომ ბატონი რობერტი გავამართლო იმიტომ, რომ როგორც ჩანს იმდენად ახლო ურთიერთობა აქვთ და იმდენად სჯერა ამ ბიჭის, რომ მას არ უნდა, დაიჯეროს, რომ მის წინაშე წლების მანძილზე მოძალადეა. ამას ალბათ დროც დაადგენს ამ ყველაფერს და პასუხი გაეცემა.
რაც შეეხება 37 წელს ბატონი რობიკო უნდა ხედავდეს, რომ 37 წელი ცოტა სხვაგან არის და ქალებში არ არის“, – განაცხადა ჭოხონელიძემ „ტვ პირელის“ გადაცემაში „რეაქცია“.
მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ნინუცა მაყაშვილს და გაიხსენა, როცა ის „დაკარგული ადამიანი იყო“.
„მახსოვს ნინუცას 20 კილო რომ ჰქონდა დაკლებული. ადამიანს აღარ ჰგავდა. ეს გოგო განადგურდა, ხალხნო. იმ ხალხს მივმართავ, ვინც ნინუცას ქილიკით მიმართავს. არ გრცხვენიათ? აბსოლუტრად დაკარგული ადამიანი იყო. ახლა ნინუცა გამყარდა და გაძლიერდა“, – ამბობს ჭოხონელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






