თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ელენე მაცხონაშვილი წერს, რომ ბესო ზანგურის მიერ, ქალის ცემის ფაქტს სტუდენტობისას შეესწრო.
ელენე მაცხონასვილი აცხადებს, რომ ბესომ თავის შეყვარებულს აუდიტირიაში სასტიკად სცემა.
„დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ, ჩემი თვალით ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად!
„დაგმობა“ ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, „ეროვნული სტატუსიც“ უკან გაიკეთეთ!“ - წერს ელენე მაცხონაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები