ვითარება გუმათში - ENKA-ს ოფისთან, სადაც "რიონის მცველები" ღამეს ათენებენ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
მაშინ, როცა აქტივისტებმა კომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს, გადაკეტეს ნამოხვანამდე მისასვლელი გზა. თქვეს, რომ გაატარებდნენ მოსახლეობას, კომპანია ENKA-ს თანამშრომლებს და მათ კუთვნილ მანქანებს კი გადაადგილების უფლებას არ მისცემდნენ.
ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ინციდენტი ადგილზე სწორედ ენკას მანქანის მოსვლას მოჰყვა.
"მომართულია ხელისუფლების ხელი ჩვენ წინააღმდეგ. ბიჭები დახვდნენ ენკას მანქანებს მშვიდობიანად, ხელებაწეულები, არ ვატარებდით. პირდაპირ დარბევაზე გადმოვიდა პოლიცია, მიახეთქეს ადამიანები მანქანებს. არავის ინდობენ. ადამიანები ლამის ჩაცვივდნენ ცეცხლში, რომელიც გასათბობად გვქონდა დანთებული. ერთი ადამიანი დაეცა ცეცხლზე და იქვე წამოვაყენეთ, თორემ მართლა საშინებელა მოხდებოდა...რა თქმა უნდა, აქციას გავაგრძელებთ ხვალაც. არ ვიცი, როდემდე აპირებენ ისინი, ამ ფორმით და გზებით გააგრძელონ თავის მოსახლეობასთან ომი". - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






