"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა
1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - რუსთაველის თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა მსახიობ ბესო ზანგურის მიმართ ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს Facebook-ზე ეხმაურება. მას კომენტარში შეახსენეს, რომ ქალებმა კი არ დაიწყეს რეპრესიები, არამედ, ძალადობის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა, რაზეც რეჟისორი ასე პასუხობს - "წინათ, ქალი, ქმარი რომ მიატოვებდა, ჰომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია, დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან - ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!".
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.
მასალის გამოყენების პირობები