ვაშლიჯვრის ფერდობზე დაწყებული მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო, სამუშაოს ფარგლებში კი ნაპრალებს მიწით ავსებენ. თუმცა, არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომ აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები მეწყერს შეაჩერებს.
სპეციალისტების შეფასებით, ფერდობზე ნაპრალების მიწით ამოვსებამ შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიას თანხების არამიზნობრივ ფლანგვაში ამხელს:
"ის, რომ რაღაცა სილით და თიხით ამოვსეს და თურმე იქ არ ჩაირეცხება ნიადაგი, უკაცრავად, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება, ანუ ეს ნაპრალი ყოველდღიურად იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად სილით უნდა იდგას დედაქალაქის მერია და მთავრობა, რომ ავსებდნენ ნაპრალს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. ეს ხომ სრული სიგიჟეა? ამასობაში, თან ვხარჯავთ მილიონობით ლარს ბიუჯეტიდან, - აცხადებს ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები