მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება
COVID-19 - 16:11, 12 Apr, 2021     1632

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება და მათ შორის საქართველოც არის. მისი განმარტებით, საქართველოს, სადაც თავდაპირველად ინფიცირება ერთ შტამს უკავშირდებოდა, ახალი შტამების გავრცელების გამო რეინფიცირება შესაძლოა, უფრო მძიმე ტვირთად დააწვეს:

„სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევები იზრდება და პირველადი შეფასება, რომ კოვიდისთვის ხელმეორე ავადობა ნაკლებად შეიძლება ყოფილიყო დამახასიათებელი, რეალობას არ შეესაბამება. მთელ მსოფლიოში ხდებიან ადამიანები კოვიდით მეორედ ავად, განსაკუთრებულით ეს შეიძლება იმ ქვეყნებს დააწვეს მძიმე ტვირთად, სადაც პირველ შემთხვევაში დიდი რაოდენობა ერთ შტამთან, “Sars-Cov-2”-თან იყო დაკავშირებული, ახლა კი ცირკულირებს განსხვავებული შტამები, მათ შორის ვართ საქართველოც, სადაც ახალი შტამების ცირკულირება მაღალ პროცენტს აღწევს. რა თქმა უნდა, რეინფიცირების საეჭვო შემთხვევების რაოდენობა მატულობს, თუმცა ეს ძალიან დიდი არ არის.

ყველა შემთხვევა, როდესაც რეინფიცირებაზეა ეჭვი, დამატებითი მოკვლევა მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ეპიდემიოლოგიურ კვლევას, შემდეგ კი მათი სინჯების მოკვლევას. ჩვენ ქვეყანაში სწრაფი ტესტებითაც კეთდება დიაგნოსტიკა და „პისიარითაც“. თუმცა იმისთვის, რომ რეინფიცირების დიაგნოზი დაისვას, ორივე სინჯი უნდა არსებობდეს, ანუ უნდა იყოს სინჯი „პისიარ“ კვლევისთვის და შემონახული უნდა ჰქონდეს ლაბორატორიას. ხშირად ყველა მოცემულობის თანხვედრა არ ხდება. რეინფიცირების კვლევისა და დიაგნოზისთვის ვსარგებლობთ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევის პროტოკოლით და ეს შემთხვევები ორ კატეგორიად გვაქვა გაყოფილი. ერთი არის კატეგორია, რომელშიც ხვდება შემთხვევები, როდესაც ხელმეორედ სიმპტომების გამოვლენა და დადაბითი ლაბორატორიული შედეგის მიღება 90 დღემდე ხდება, მეორე კატეგორიაში კი 90 დღის შემდეგ”,- განაცხადა ზახაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42