რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა - გუმათთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცავები რიონის ხეობის მცველებს გზას უკეტავს.
სამართალდამცველთა მობილიზების თაობაზე შსს განცხადებას ავრცელებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს" - ნათქვამია განცხადებაში.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს აქცია 16 საათისთვის დაგეგმეს, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა გუშინ ნამოხვანში მათი კარვები დაარბიეს და დაშალეს.
მასალის გამოყენების პირობები






