ჩინეთის NCDC-ის განცხადება ეხებოდა "სინოვაკს" - ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 14:44, 12 Apr, 2021     1271

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის NCDC-ის ხელმძღვანელის განცხადება ჩინურ ვაქცინაზე ეხება "სინოვაკს" და არა "სინოფარმს". მისი თქმით, ჩინეთის NCDC-ის ხელმძღვანელის განცხადება არი იყო სწორად ინტერპრეტირებული, რადგან საუბარი იყო არა ვაქცინის არაეფექტურობაზე, არამედ ვაქცინის ეფექტიანობის კიდევ უფრი გაზრდაზე სხვა ტიპის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით:

"ეს განცხადება რაც გაკეთდა ეხებოდა არა "სინოფარმს", არამედ "სინოვაკს", რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინეთში, და ასევე ჩვენ მეზობელ ქვეყნებში თურქეთსა და აზერბაიჯანში, იყენებენ ბალკანეთის ქვეყნებში, დიდი რაოდენობით შეიძინა ჩილემ და სწორედ ერთ-ერთ ბრაზილიურ კვლევას ეყრდნობოდა ეს განცხადება. ჩინეთის NCDC-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ყველა ვაქცინა გამოიყენეა გადაუდებელი მდგომარეობის დროს და მათი დაცვის ეფექტი, ანუ ეფექტურობა არის სხვადახვა. ჯანმო, როდესაც აძლევს გადაუდებელი მოხმარების ნებართვას, მას აქვს 50%-იანი ზღვარი, თუ ვაქცინას აქვს 50%-ზე მეტი, მაშინ მისი დაშვება ბაზარზე შესაძლებელია, ანუ ის იცავს ყოველ მეორე ადამიანს. ყველა ის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე, მათ აქვთ ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი გართულებებზე და სიკვდილიანობაზე. ანუ, ისინი თითქმის 100%-მდე ამცირებენ სიკვდილიანობას და ამცირებენ რისკს ჰოსპიტალიზაციის. "სინოვაკმა" ბრაზილიაში აჩვენა 51% ეფექტიანობა, სხვა ქვეყნებში უფრო მაღალი, ანუ ორივე ჯდება ჯანმოს დაწესებულ ზღვრის ფარგლებში. საუბარი იყო იმაზე, რომ იხილავენ სხვადასხვა ვაქცინის ე.წ ეფექტიანობის გაზრდას. მეორე, ან მესამე ბუსტერული დოზით სხვა ტიპის ვაქცინის გამოყენებისა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42