ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიზნესზე დამატებითი საგადასახადო შეღავათები ვეღარ გაგრძელდება. მისი განმარტებით, იმ შემთვევაში, თუ სახელმწიფო ბიზნესსექტორს შეღავათებს გაუწევს, ეს გაზრდის დეფიციტს და ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება:
„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე - მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება რეგულაციების გამკაცრება პანდემიიდან გამომდინარე. მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა კაკაურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები