" არავითარი ცნობადი როჟები...საუბედუროდ, მოსახლეობას მხოლოდ მამაოების სჯერა, საჭიროა პირდაპირ ეთერში აიცრან" - კობახიძე
COVID-19 - 19:14, 11 Apr, 2021     1486

თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ვაქცინაციის პროცესს და აცხადებს, რომ ანტივაქსერები ყველა ქვეყანაში არსებობენ მისივე განმარტებით, თუ სხვა ქვეყნებში ადამიანები ამ პოზიციაზე კონსპიროლოგიური თეორიების გამო დგანან, საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა ანტივაქსერია ეკლესიის პროპაგანდის გამო.

კობახიძე თვლის, რომ " არავითარ "ცნობადი როჟების" საჯაროდ პირდაპირ ეთერში აცრას ხალხზე ზემოქმედება არ ექნება" , - მისი თქმით, მოსახლეობას მხოლოდ მამაოების სჯერა, საჭიროა პირდაპირ ეთერში აიცრან.

"ანტივაქსერები ყველა ქვეყანაში არსებობენ. თუ სხვა ქვეყნებში ადამიანები ამ პოზიციაზე კონსპიროლოგიური თეორიების გამო დგანან, საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა ანტივაქსერია ეკლესიის პროპაგანდის გამო. ეკლესია დიდი ხანია სისტემატიურად, მეთოდურად, ყოველდღიურად ქადაგებს ვაქცინაციის წინააღმდეგ. ამისთვის იყენებს არა მხოლოდ ტაძრებს, არამედ პირად "სულიერ" საუბარს მრევლთან, სოციალურ ქსელებს, მათში არსებულ ჯგუფებს და ჩათებს, საპატრიარქოს უნივერსიტეტებში იმართება ანტივაქსერული კონფერენციები, სადაც ექიმებიც მონაწილეობენ.

უკვე მოვიდა პანდემიის მესამე ტალღა სხვადასხვა მუტირებული ახალი შტამებით. ამირან გამყრელიძე ისევ აწრიპინდა, რომ საპატრიარქოსთან გვექნება შეხვედრა სააღდგომო შეზღუდვებზეო. ცხადია მას, როგორც შარშან, ახლაც სამარცხვინოდ გამოაბუნძულებს პატრიარქი პირდაპირ ეთერში. საუბედუროდ, მოსახლეობას მხოლოდ მამაოების სჯერა. არავითარ "ცნობადი როჟების" საჯაროდ პირდაპირ ეთერში აცრას ხალხზე ზემოქმედება არ ექნება. საჭიროა რომ ხელისუფლებამ, მთელმა საზოგადოებამ კატეგორიულად მოსთხოვოს ეკლესიას, რათა მან ერთხელ მაინც გააკეთოს კეთილი საქმე ქვეყნისათვის. პატრიარქის პირადი ექიმი შალვა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ აპირებენ ილია მეორის აცრას. საჭიროა რომ პატრიარქმა პირდაპირ ეთერში აიცრას. ასევე, რამდენიმე მეუფემ გამოთქვა საჯაროდ აცრის სურვილი - მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, მთავარეპისკოპოსმა ექვთიმე ლეჟავამ და ვაქცინაციის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა. საჭიროა, რომ მთავრობამ სთხოვოს მათ საჯაროდ აცრა პირდაპირ ეთერში. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ქართველ ხალხს ვაქცინაციისკენ მხოლოდ მამაოებმა შეიძლება რომ უბიძგონ და სხვა არავინ", - წერს "ფეისბუქზე" კობახიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42