გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება, სადაც რამდენიმე ასეული პირი იკრიბებოდა - გამოყენებულმა სანქციამ ჯამში 22 000 ლარი შეადგინა - ფერაძე
საზოგადოება - 14:36, 11 Apr, 2021     1455

შრომის ინსპექციამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დააჯარიმა - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიება რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობით ერთ სივრცეში გაიმართა.

როგორც ფერაძემ აღნიშნა, ეს არის წინასწარ განზრახული სამართლადღვევის სქემა, სადაც მეიჯარის, მოიჯარის და სუბიექტების სიმრავლით ჰქონდათ მიზანი, რომ შეენიღბათ ეს ღონისძიება, სამივე მათგანის მიმართ იქნა სანქცია გამოყენებული.

"შრომის ინსპექციამ შსს-ის საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, მიმდინარე წლის 10—11 აპრილს გამოავლინა სამართალდარღვევის 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სისტემატურად, ბოლო დღეების განმავლობაში იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით. სახეზე გვქონდა ფიზიკური და იურიდიული პირების ერთობლივი ქმედება, ერთგვარი სქემა, რომელთა ერთობლივი ქმედებებით ქვეიჯარის და მოიჯარის სიმრავლით ხდებოდა ფაქტობრივად შენიღბვა სამართალდარღვევის და მუდმივად, ყოველი ინსპექტირების ჯერზე გვხვდებოდა ახალი ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც იწყებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შეიცვალა კანონმდებლობა და დადგენილებით გახდა აკრძალული ფართის გადაცემა სოციალური ღონისძიების, ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, როცა ჩვენ პრეცენდენტულად გამოვავლინეთ მას შემდგომ აღნიშნული ფაქტი და გვქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფართზე იმართებოდა სოციალური ღონისძიება, პრევენციულად 10 აპრილის დილიდან დაიწყო გაფრთხილება აღნიშნული ფართის მესაკუთრის, ისევე როგორც მოიჯარის და ქვემოიჯარის მიმართ, სადაც ვახდენდით მოწოდებას, რომ ეს იყო კანონდებლობით აკრძალული საქმიანობა და შესაბმისად, მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება, ამის მიუხედავად, გუშინ გვიან ღამით დაიწყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება და საზოგადოებამ ნახა მასშტაბი ამ ღონისძიების თუ რაოდენ დიდი მასშტაბით ხდებოდა რეგულაციების დარღვევა. ფაქტობრივად, რამდენიმე ასეული ადამიანი ერთ კონკრეტულ სივრცეში ახდენდა ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით ღონისძიების გამართვას და რაც ამ შემთხვევაში პრეცენდენტული არის, შრომის ინსპექციამ გამოიყენა სანქცია და ერთი სამართალდარღვევისთვის, ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ ეს არის წინასწარ განზრახული სამართლადღვევის სქემა, სადაც მეიჯარის, მოიჯარის და სუბიექტების სიმრავლით ჰქონდათ მიზანი, რომ შეენიღბათ ეს ღონისძიება, სამივე მათგანის მიმართ იქნა სანქცია გამოყენებული. ფიზიკური პირის მიმართ იყო 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 000 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 22 000 ლარი,“- განაცხადა ფერაძემ.

მისივე განმარტებით, მგავსი ქმედებები ბიზნესსუბიექტებისთვის შემდგომი შეზღუდვების დაწესების რისკს ქმნის.

"გარდა ამისა, ვიმსჯელეთ და რადგან ღონისძიების მასშტაბი იყო საკმაოდ დიდი და არ არსებობდა არავითარი რეგულაცია, რომლის დაცვის ვალდებულებაც ამა თუ იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს ჰქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება იქნება გათვალისწინებული.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესსუბიექტს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს არანებადართულ საქმიანობაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის შემცველია საზოგადოებისთვის და ვინაიდან, ზოგადად ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ეს ქმნის რისკს ბიზნესსუბიექტებისთვის შემდგომი შეზღუდვების დაწესებისა, ამიტომ გავუფრთხილდეთ ყველა კეთილსინდისიერ მეწარმეს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც რეგულაციებს იცავს,“- განაცხადა ფერაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42