"გვებრძვიან..ჩვენ მებრძოლი ეკლესია ვართ, ჩვენში წმინდანი ჯერჯერობით არავინ არ არის" - მეუფე იაკობი
საზოგადოება - 14:00, 11 Apr, 2021     1250

"გვებრძვიან, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ვენ ვართ მებრძოლი ეკლესია. ჩვენში წმინდანი ჯერჯერობით არავინ არ არის. ყველა ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ღვთის სასუფეველი" , - განაცხადა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე.

მეუფე იაკობი ეკლესიის მტრებზე, მოღალატეებზე და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ "შინაური თუ გარეული" ცდილობს ეკლესიას ჩამოაშოროს ხალხი - მისივე თქმით, "ეკლესიას იმიტომ ებრძვიან, რომ ადვილად დაშალონ საქართველო, დავალება აქვთ".

ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღეს ყველას, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებს სინანულისკენ მოუწოდა:

"წლები გადის და არათუ სინანული, არამედ გამოდიან და სულელებივით ერთი და იგივე რამეს იძახიან. ნეტა თვითონ თუ სჯერათ, მაგრამ იმდენჯერ ლაპარაკობენ, შეიძლება თვითონ ერთმანეთი დააჯერეს. საეკლესიო კანონებიც არის და თვითონ მატყუარებს იგივე კანონით განაკანონებენ, სანამ სასამართლო დაიწყება მაგ იმაზე ხელს აწერს, რომ რაც ბრალი შეაქვს ადამიანზე, თუ ვერ დაუმტკიცა, თვითონ იმ ბრალით განისჯება. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა იყოს და რა გაუკეთებია ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან.

ეს ორაზროვანი ლაპარაკები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს დაფიქრდნენ და აირჩიონ, სად დგანან, ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან დგანან. უკომპრომისოები ვიქნებით, მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მასე რომ იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ერთობა ვიცი ნამდვილი ერთობა, ძალად ერთობა არ გამიგია.

3 კვირაც და აღდგომის სიხარული უნდა ვიგრძნოთ, მაგრამ როდესაც ჩვენი ძმები ასე მძიმედ იქცევიან, როგორ უნდა მქონდეს. სულ ტკივილით და ტკივილით მივდივართ ჩვენი ცოდვები არ გვეყოფა, რომ გარეთ ამას ვუყუროთ ეკლესიის დასანგრევად როგორ მოუწოდებენ და ბოროტ ძალებს როგორ ემორჩილებიან?!...ეკლესიას იმიტომ ებრძვიან, რომ ადვილად დაშალონ საქართველო, დავალება აქვთ. ",-თქვა მეუფე იაკობმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42