"დედას გეფიცები გაფ­რე­ნის პი­რას ვარ"... - რას წერს კოვიდინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილი კლინიკიდან
სოც.მედია - 10:42, 11 Apr, 2021     22194

"დედას გეფიცები გარენის პირას ვარ" , - წერს ცნო­ბი­ლი ტე­ლე­სა­ხე და მოდელი ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად აშშ-ში ცხოვ­რობს, კო­რო­ნა­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ნუკი თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მომ­წე­რებს ხში­რად უზი­ა­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ამ­ჯე­რად ნუკი კლი­ნი­კი­დან ფო­ტოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს მე-11 დღეა და უკვე კარ­გად ვართ. იცით, არ ვიცი პა­ნი­კას ავ­ყე­ვი და ამი­ტომ გა­მი­ჭირ­და ასე ამ ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ეს დღე­ე­ბი თუ მარ­თლა სა­ზი­ზღა­რი ვირუ­სია, ვერ გე­ტყვით. არ მინ­და “გა­ვა­პის­ტი­ა­კო”, მაგ­რამ დე­დას გე­ფი­ცე­ბით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის დროს ბევ­რად უა­რე­სად ვყო­ფილ­ვარ, ეს რომ ვი­ცო­დი რომ კო­ვი­დი და ვა­ი­მე, ვუ­ი­მე, ამი­ტომ ვი­ყა­ვი პა­ნი­კა­ში და და­ვი­წყე ზედ­მე­ტი გა­და­მოწ­მე­ბე­ბი და გვა­ნერ­ვი­უ­ლეს მეც და ბე­ნიც, ხან რა გვჭირ­და და ხან რა.. მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში არც არა­ფე­რი...

ალ­ბათ კო­ვი­დი რომ არა არც მი­ვაქ­ცევ­დით ყუ­რა­დღე­ბას. ვირუ­სი მო­ი­ტა­ნა სახ­ლში ბენ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან, იკა­ცა და არ აიც­რა, ერთი წელი გავ­ქა­ჩე რაღა ახლა და­მე­მარ­თე­ბაო და აჰა! და­ე­წყო გუ­ლის რევა და გვე­გო­ნა მო­წამ­ლუ­ლი (ღვი­ნოს ვწრუ­პავ­დით და და­ვაბ­რა­ლეთ) მე­ო­რე დღეს სა­ში­ნელ ნა­ბა­ხუ­სევ­ზე გა­იღ­ვი­ძა, ცოტა კი გაგ­ვიკ­ვირ­და ასე ორ ჭი­ქა­ში რა­ტომ კვდე­ბა ასე თქო, მაგ­რამ იქ­ნებ ცუდი ღვი­ნო იყო. სამ­სა­ხურ­ში სულ უტა­რე­ბენ ტეს­ტი­რე­ბას და დი­ლას­ვე და­მი­რე­კა და­ვი­ღუ­პე­თო..

ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და. პირ­ვე­ლი ორი დღე ჩა­კე­ტი­ლი მყავ­და სა­ძი­ნე­ბელ­ში და მე არ მი­დას­ტურ­დე­ბო­და, მერე ბავ­შვს და­ე­წყო სი­ცხე და ხელი ჩა­ვიქ­ნიე, ბავ­შვს ვე­ღარ ჩავ­კე­ტავ­დი ვერ­სად. მე-3 დღეს მეც და­მი­დას­ტურ­და. პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი ყვე­ლას მა­ღა­ლი სი­ცხე გვქონ­და, ბავ­შვს გან­სა­კუთ­რე­ბით, თუმ­ცა მე­სა­მე დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­თომც არა­ფე­რი წა­მოხ­ტა და გა­აგ­რძე­ლა ცელ­ქო­ბა.

მე და ბენს უფრო გაგ­ვე­წე­ლა, ხვე­ლე­ბა, სი­ცხე, სა­ო­ცა­რი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა და სრუ­ლად და­კარ­გუ­ლი ყნოს­ვა და გემო არის ჩემი შე­დე­გი. ახლა მგო­ნი პირ­ვე­ლი დღეა, რაც აზ­რზე მო­ვე­დით და მოვ­ყო­ჩაღ­დით. მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო (ბე­ნის, თორე ჩემი ნება რომ იყოს..) სახ­ლი­დან სა­ერ­თოდ არ გავ­სულ­ვართ, ვინ­მეს­თვის რომ არ გა­დაგ­ვე­დო.

დე­დას გე­ფი­ცე­ბით, გაფ­რე­ნის პი­რას ვარ, სუფ­თა ჰა­ე­რი ისე მო­მე­ნატ­რა... ძა­ლი­ან გრძე­ლი პოს­ტი გა­მო­ვი­და, რომ და­ვი­წყო ახლა, იმ სა­ა­ვად­მყო­ფოს თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მო­ყო­ლა. ამი­ტომ დროს არ წა­გარ­თმევთ, ახლა კარ­გად ვართ და ეს არის მთა­ვა­რი. გა­უფრ­თხილ­დით თავს აუ­ცი­ლებ­ლად, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­დი რომ წე­ლი­წად­ზე მე­ტია ეს ვირუ­სი არ­სე­ბობს და მე არ შემ­ხვდა თქო. იმე­დი მაქვს თქვენ ბო­ლომ­დე ია­მა­ყებთ. ვინ რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ? იძა­ხი­ან ყვე­ლას სხვა და სხვა სიმპტო­მე­ბი აქ­ვსო.. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებ­თპ.ს ეჭ­ვიც ხომ არ გე­პა­რე­ბათ რეკ­ლა­მას რომ ჩა­ვაკ­ვე­ტებ­დი. ორ­შა­ბა­თი­დან ბრუნ­დე­ბა წი­თე­ლი, ნი­უ­დი და კი­დევ ახა­ლი ფე­რე­ბი არ გა­მო­ტო­ვოთ" , - წერს ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42