"მოვამზადოთ ჟანგბადები, მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე!" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოება - 10:24, 11 Apr, 2021     3227

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე კოლეგებს და საზოგადოებას მიმართავს და მესამე ტალღის თაობაზე აფრთხილებს.

როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, მომდევნო 2 კვირა ძალიან მძიმე იქნება.

"კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რასაც შეეძლო, შეეკავებინა, გაწყდა.

ჩემო კოლეგებო, მოემზადეთ-მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშუალებები, პირბადეები, ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ კარანტინის სისტემა სამედიცინო დაწესებულებებში.

გაუფრთხილდით თავს, თქვენ ხართ ფრონტის წინა ხაზზე თუ თქვენ გახდებით ავად, მოსახლეობა დარჩება ჯანდაცვის სისტემის გარეშე. თქვენ ხართ ახლა მთავარი. ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენ გულს და თქვენ პროფესიონალიზმს.

საქართველოში შემოვიდა ბრიტანული შტამი, რომელიც არის უფრო ვერაგი, რადგან უფრო სწრაფად ვრცელდება. გაუფრთხილდით თავს, მოემზადეთ.

იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს.

მივმართავ მოსახლეობას-გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები და ნუ შეგროვდებით ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ“, – ამბობს ფხაკაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42