"მე ამაში არავინ არ მიხდის ფულს, შესაბამისად ეს ნაწყენი როჟებით მომენტები ცოტა არაადეკვატურია …იქნებ ამომშალოთ სტუმრად დაპატიჟების სიიდან მინიმუმ ერთი წლით..." - რას აცხადებს სტეფანე მღებრიშვილი
სოც.მედია - 18:48, 10 Apr, 2021     3370

სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს თუ რატომ ამბობს უარს ინტერვიუს ჩაწერაზე:

“დილით რომ ვიღვიძებ, მხვდება ნაცნობების, ან ისე, უცხო ჟურნალისტების მოწერილები ინტერვიუს თაობაზე.

ადრე დავდიოდი ხშირად, მერე რაღაცნაირად გავყავი, ვისაც არ ვიცნობდი არ ვპასუხობდი და ნაცნობების მერიდებოდა…

ეხლა გადავწყვიტე, რომ აღარ ვუპასუხო არავის. თუ სამსახური არ მავალდებულებს, მე არსად არ დავდივარ და ვეწერები.

ეხლა არ დაიწყოთ, თავში გაქვს ავარდნილი და ჩვენ რომ არ ვიყოთ, შენ ვინ გაგიცნობდაო… მაგრამ იქნებ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გაგებით მოვეკიდოთ ამასაც.

ვარ 41 წლის და საკმარისად ვიარე ყველგან, სადაც შემეძლო.

თქვენ მუშაობთ კონკრეტულ გადაცემებში, ან გამომცემლობაში, სადაც ამაში გიხდიან ხელფასს.

ანუ ანაზღაურებადია თქვენი სამსახური.

მე ამაში არავინ არ მიხდის ფულს, შესაბამისად ეს ნაწყენი როჟებით მომენტები ცოტა არაადეკვატურია …

წარმოიდგინეთ, ყველას რომ დავთანხმდე, გამოდის რომ ყოველ დღე უნდა მოვემზადო და მინიმუმ სამი საათი დავკარგო დღეში არაფრის გამო…

მითუმეტეს როცა პანდემიაა და ეს თქვენი “პიარი” არაფერში არ მჭირდება. კონცერტსაც ვერ ჩავატარებ.

და საერთოდ არ ვიცი ეს პანდემია შეიძლება ჩემს სფეროს ისე დაარტყამს, რომ არც ვიარსებებთ .

ვიცი ეხლა ბევრს მოგეშალათ ნერვები ამ პოსტზე, მაგრამ ჩემი ნერვები ვეღარ უძლებს ამ უხერხულობას, რომ მერიდება ყოველ დღე უარის თქმა. იქნებ

ამომშალოთ სტუმრად დაპატიჟების სიიდან მინიმუმ ერთი წლით და მეც მომინდეს აქეთ თქვენთან და მომენატროთ.

მადლობას გიხდით თუ გამიგეთ”- წერს სტეფანე მღებრიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42