“თუ ჩვენ ერთად ყოფნა აღარ მოგვინდება, არც ეს იქნება პრობლემა” – ნინო ქათამაძე თავის ქმარზე
საზოგადოება - 18:45, 10 Apr, 2021     5895

უკრაინული გადაცემა “1+1” ნინო ქათამაძეს კახეთში სტუმრობდა. მომღერალმა გადამღებ ჯგუფს თელავთან მდებარე ღვინის სასტუმრო, “შატო მერეში” უმასპინძლა.

ნინომ ინტერვიუში თქვა, რომ ახლა ალბომზე მუშაობს. იქვე ახლოს აქვს მიწა, სადაც ბაღი გააშენა და მალე საცხოვრებლადაც გადავა.

ნინომ უკრაინელ ჟურნალისტთან მეუღლეზე, ქირურგ დავით ლოლაძეზეც ისაუბრა.

ნინო ქათამაძე: – არ ვიცი, ეს იქნება აგარაკი თუ არა, მაგრამ მე აქ ცხოვრება მინდა. გარშემო რა ბუნებაც გაქვს, ისეთი ადამინი ხარ. აქ არის ბუნების ნაბოძები ყურძენი და მასზე მზრუნველი ხალხი, რომელიც მთელი წლის მანძილზე ესაუბრება ვაზს და ბოლოს მისგან სულისთვის განკუთვნილ ნამდვილ წამალს ამზადებს.

ბაღში მექნება ატმები, ალუბალი, ლეღვი… ძალიან მიხარია ეს ყველაფერი.

ჩემი ქმარ-შვილი კახელები არიან. სხვისი ხასიათი არ ვიცი, ჩემი ქმარი კახელია და მე ის ძალიან მიყვარს. ის საუკეთესოა. გარდა სიყვარულისა და პატივისცემისა, ჩვენ მეგობრები ვართ. ერთმანეთს ისეთებად ვიღებთ, როგორებიც ვართ. ხან მე ვარ სუსტი, ხან – ის. თუ ჩვენ ერთად ყოფნა აღარ მოგვინდება, არც ეს იქნება პრობლემა. თუ ერთად ვართ, ეს მშვენიერია.

მნიშვნელობა არ აქვს, ვის ცუდი ხასიათი აქვს, ვინ გასტროლზე დადის თუ არა, არის ურთიერთობა, რომლის დროსაც, მას რომ ხედავ და თვალები გიბრწყინავს, უკვე საკმარისია.

ჩემს შვილს რაც შეეხება, გარდატეხის ასაკი აქვს, ახლა ერთდროულად უნდა ხან მხატვარი გამოვიდეს, ხან მწერალი, ხანაც -კოსმონავტი, ან 50 წლის შემდეგ ჰქონდეს სააგენტო, რომელიც მარსზე გაფრენის მსურველებს გაუშვებს.

მე პანდემიის მადლიერი ვარ იმ კუთხით, რომ აქამდე სულ გასტროლებში ვიყავი და ახლა, ამ პერიოდში მივხვდი, რომ ცხოვრება საერთოდ არ მცოდნია. არ მცოდნია უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა…

მე დავიწყე ცხოვრება, პურის ცხობა. მივხვდი, რომ მიწაზე უნდა მევლო და დავიწყე კიდეც სიარული.

შეკითხვაზე, რომელი ღვინო უყვარს, მომღერალი პასუხობს, რომ თუ მას საღამოს სურს მალე დაეძინოს, სვამს შავ ღვინოს, დღისით თეთრს და იმ შემთხვევაში, თუ არაფრის კეთების სურვილი არ აქვს, მაშინ ჭაჭა და “მზად არის”.

ნინო: – თუ თქვენ იცით, როგორ მზადდება ღვინო, მაშინ მას სულ სხვა მიდგომით სვამთ და სულ სხვაგვარად გეკიდებათ. ამდენად, ჩემთვის ღვინო მხოლოდ ხასიათის მომყვანი კი არა, საურთიერთობო საშუალებაა.

კარგი ღვინო მუდამ თან მაქვს…





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42