სექსუალური ძალადობის მსხვერპლის , 9 წლის გოგონას , ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - მოზარდს იაშვილის სახელობის კლინიკაში სამედიცინო პროცედურები უტარდება.
როგორც ნევროლოგმა განაცახადა, გოგონას სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აქვს მიღებული.
"მდგომარეობა შემოსვლისთანავე არ იყო მძიმე. მიუხედავად ამისა, მას ტრავმის მექანიზმიდან და შესაძლო რისკებიდან გამომდინარე ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, სადაც ტრავმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირდა. დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის აქტიური, ცნობიერება ნათელი, ადეკვატური, კონტაქტური. აღენიშნება სხეულის მთელ ზედაპირზე მრავლობითი ზედაპირული ექსკორიაციები. ეს არის სავარაუდოდ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები," - ნინო დიხამინჯიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ 45 წლამდე მამაკაცმა ბავშვს ჯერ კანფეტები უყიდა, შემდეგ კი კოცნა სცადა. დღეს მამაკაცმა ბავშვზე ძალადობა ისევ სცადა, თუმცა 9 წლის გოგონა მისი დანახვისთანავე გაიქცა, რა დროსაც თხრილში ჩავარდა. ინციდენტი დღეს თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






