"ნებისმიერი დიდი თავშეყრა არის მომატებული რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების" ,, - ასე ეხმურება ამირან გამყრელიძე გია გაჩეჩილაძის მიერ მოწყობილ აქციას.
გამყრელიძის თქმით, აუცილებელია რეგულაციები იყოს დაცული.
"ნებისმიერი დიდი თავშეყრა არის მომატებული რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს თავშეყრა. ყველა გამწვავება, 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში - სამეგრელო, ზემო იმერეთი, გურია, შიდა ქართლი - უკავშირდება თავშეყრებს. ამიტომ ნებისმიერი თავშეყრა, თუ არ იცვება რეგულაციები: დისტანცია, პირბადე და ხელების ხშირი დამუშავება, მომატებული რისკია ეპიდვითარების", - ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" დღეს აქცია-მარში გამართა ოპოზიციის წინააღმდეგ და "პოლიტიკური ნაგვის გატანა" მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






