შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. როგროც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რაც შეეხება ცემის ფაქტს, შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ, სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა რომ არის ტელეკომპანია ფორმულას მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია ფორმულა საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა, ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას" - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები