სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:22, 12 Dec, 2013     1905

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ ცეკვავამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორში სტატისტიკური ინფორმაციების სრულყოფის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას. ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე 6 თვით ადრე ,,საქსტატი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწვდის სამინისტროს ინტერესში შემავალი სტატისტიკური მაჩვენებლების ჩამონათვალს.

,,სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი სტატისტიკური მონაცემების არსებობა. ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ნამდვილად უზრუნველყოფს. თავის მხრივ მემორანდუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმარება ,,საქსტატს“ საჭირო ინფორმაციის მიღებაში. ქვეყანაში დღესსოფლის მეურნეობა უკვე პრიორიტეტული დარგია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით დარგის განვითარებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერაც სწორედ ამის მაგალითია“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტებით დაკომპლექტდება. საჭიროების შემთხვევაში, მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განიხილება მხარეთა ინტერესში შემავალი სხვადასხვა საკითხები. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ასევე, იმსჯელებს სტატისტიკური კვლევებისთვის საჭირო ინფორმაციების შესახებ.

საქართველოს სოფლისმეურნეობისსამინისტროსა და საქსტატს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა აქამდეც ხდებოდა, თუმცა მემორანდუმი გაფორმება ხელს შეუწყობს ორი უწყების კიდევ უფრო კოორდინირებულ და შედეგიან მუშაობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42