ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით ტელევიზიის თანამშრომლებზე თავდასხმა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციისა და ძალადობრივი ფონის გაგრძელებაა. გუმბარიძის თქმით, ეს შემთხვევა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის. მან მოუწოდა კომპეტენტურ ორგანოებსა და სახალხო დამცველს, დაინტერესდნენ მედიაზე გახშირებული თავდასხმის ფაქტებით:
"მანქანაზე, რომელზეც არის ფორმულას ლოგოები და ფორმულას მიკროფონის ღრუბელი, განხორციელდა ვანდალური აქტი ჩამსხვრეულია შუშები, რაც მიუთითებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ეს ხდებოდა კომენდანტის საათის დროს. მეორე ფაქტი უკავშირდება, ასევე ფორმულას მძღოლს, რომელიც ნაცემია, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მან ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მთხოვა. სახელი, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ დაგვესახელებინა.
ჩვენ ვთხოვთ კომპეტენტურ ორგანოებს დაინტერესებას. ეს გრძელდება მას შემდეგ რაც ვახო სანაიაზე განხორციელდა კიდევ ერთი თავდასხმა.
ეს გაგრძელებაა ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი ფონის, რომელიც ჩვენ იმ აზრით ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას მათ დეპუტატებს და ხელმძღვანელობას. მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა გამომწვევია ყველა ასეთი ტიპის პრობლემის. ჩვენ გვსურს ნინო ლომჯარია ასევე დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდეს მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტებით და მათაც მოახდინონ პროცესებში ჩარევა", - თქვა ზუკა გუმბარიძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ.
მასალის გამოყენების პირობები