"სანამ ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები" , - აცხადებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი , აფგან მუხთარლი, ტაცების საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას და აღნიშნავს, რომ "ოცნებაში" არა ღირებულებების გარშემო, არამედ ერთი მილიარდერის გარშემო არიან შეკრებილი.
მისივე თქმით, არ სჯერა საქართველოს პროკურატურის , რადგან მათ მისი გატაცებით, აზერბაიჯანული ხელისუფლების დაკვეთა შეასრულეს.
"არ მჯერა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების, რადგან ჩემი გატაცებით, მათ შეასრულეს დაკვეთა აზერბაიჯანული ხელისუფლების. პრემიერმინისტრის შეცვლა არ გულისხმობს არსებული ხელისუფლების შეცვლას, შესაბამისად ჩემი გამტაცებელი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში რჩება.
ქართულ ოცნებაში არა ღირებულებების გარშემო, არამედ ერთი მილიარდერის გარშემო არიან შეკრებილი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ, რამდენადაც მას [ივანიშვილს] ექნება გავლენა უშუალოდ საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები" , - აცხადებს მუხთარლი "ფორმულასთან".
მასალის გამოყენების პირობები






