უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩონ ეპისკოპოსს - არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაზე
საზოგადოება - 20:50, 08 Apr, 2021     1056

"ყველაფერი ის, რაც კეთდება, ფაქტობრივად, ამბოხია ეკლესიის წინააღმდეგ" , - აცხადებს ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მეუფე ანტონის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრა ანალიტიკური ხასიათის იყო, სადაც უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს და განაცხადა, რომ მეუფე სტეფანეს ქმედება აბსოლუტურად სწორია.

მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში ამბოხებული სასულიერო პირები ცხადია, რომ მეუფე პეტრეს ემორჩილებიან, თუმცა მისთვის გაუგებარია, "მეუფე პეტრეს ეს რაში სჭირდება".

"ფაქტი ის, არის რომ ყველა ერთნაირად ვუყურებთ საკითხს. ვხედავთ, რომ ყველაფერი ის, რაც კეთდება, ფაქტობრივად, ამბოხია ეკლესიის წინააღმდეგ. ნელ-ნელა გამოვიკვლევთ თუ ვისგან მართულია, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ ეს ამბოხია. ეს არ არის სამართლებრივ ჭრილში. სჯულის კანონში, რომელზეც ასე იჩემებენ, რომ ძალიან კარგად იციან, წერია, რომ პირადი ცოდვის გამო არ შეიძლება მღვდელმთავარს განუდგე, სანამ ამ კანონს კრება არ მიიღებს. კრებას არ ელოდებიან, ცხადია, რომ მათთვის ინტერესი კრება არ არის. მათი ინტერესია ამბოხი და პროვოკაცია. შემოტანილი აქვთ აპელაციები. ძალიან არაკანონიკურად იქცევიან, ვინაიდან, ეს ბრალდება უფროა, ვიდრე აპელაცია. აპელაციაში მითითებულია, რომ გთხოვთ, განიხილოთ და ა.შ. აქ კი, ბრალდებაა. ეს უნდა გამიჯნონ თვითონ. ამის გამო არ დავაბრკოლებთ, მაგრამ თუ მათ ნამდვილად სურთ განხილული იყოს ეს, მანამდე უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩონ ეპისკოპოსს. თუ ამბოხებულებს კანონიერ ჭრილში უნდათ დამორჩილება, მანამდე უნდა დაექვემდებარონ მღვდელმთავარს წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ მღვდელმთავარი სწორად მოიქცა... ეს მონასტერი არის საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილება. არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე. რომ არ ემორჩილებიან (მღვდელმთავარს) რა არის მათი სახე? ვფქრობ, როცა იქნება, აზრზე მოვლენ", - განაცხადა მეუფე ანტონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42