თუ ეს ადამიანები არ შეინანებენ, ბუნებრივია მათი განკვეთა მოხდება საეკლესიო წესით - დეკანოზი შალვა კეკელია
საზოგადოება - 16:46, 08 Apr, 2021     975

უკვე ერთ საათზე მეტია, საპატრიარქოში კრება მიმდინარეობს, სადაც ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, მეუფე პეტრე ცუდ განწყობას თავად განაპირობებს, ისე დაალაგა ეს საქმე, რომ ბუნებრივად მის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი. მისი განცხადებით, თუ ეს ადამიანები არ შეინანებენ, მათი განკვეთა საეკლესიო წესით მოხდება:

„სამი წლის წინ ჩავიტანე აღდგომის ცეცხლი სოფელში, როდესაც მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპისკოპოსი იყო. მთელი სოფელი და ჭყონდიდის ეპარქია დასაჯეს 40 დღით იმისათვის, რომ მათ აღდგომის ცეცხლი მიიღეს. დღეს ის ადამიანები, რომლებიც კანონზე საუბრობენ, ამას ესწრებოდნენ.

ეპისკოპოსმა სტეფანემ აუკრძალა ამ ადამიანებს ღვთისმსახურება თავისი მიზეზების გამო, ჩვენ ვხედავდით, რომ შეუვარდნენ ეპისკოპოსს და ესენიც მხარს უჭერდნენ, ამბობდნენ, რომ ტაძარში არ აუშვათ ეპისკოპოსი.

თუ ეს ადამიანები არ შეინანებენ, ბუნებრივია მათი განკვეთა მოხდება საეკლესიო წესით. მე თუ საეკლესიო კანონს ვარღვევ, არსებობს წესები, რომლითაც მღვდელმოქმედების უფლება გვიჩერდება.

მეუფე პეტრე ცუდ განწყობას თავად განაპირობებს, ისე დაალაგა ეს საქმე, რომ ბუნებრივად მის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი. მეუფე სტეფანეს ჩვენი მხრიდან აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა, რადგან კანონების და სჯულის მიხედვით, სწორად იქცევა”, - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42