უკვე ერთ საათზე მეტია, საპატრიარქოში კრება მიმდინარეობს, სადაც ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
მეუფე სტეფანეს მიერ ჭყონდიდში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში დანიშნულ იღუმენ გრიგოლ დარსალიას თქმით, ის ჭყონდიდიდან სპეციალურად ჩამოვიდა, რათა აღნიშნულთან დაკავსირებით მეუფეებს გასაუბრებოდა:
,,სიცრუეა ის, რომ ჩვენ ამბიონს ვერ ვიყოფთ. შფოთი რომ არ ყოფილიყო და თავადაც, რომ დაწყნარებულიყვნენ მეგობრულად მივედით, რომ სწორ გზაზე დამდგარიყვნენ და ურჩობა არ გამოეჩინათ ბოლომდე. სხვა ჩვენ არანაირი განხრახვა არ გვქონია, რომ დაგვესაჯა და შეურაცხყოფა მიგვეყენებინა, უფრო გაღიზიანდნენ იმით, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივედით. რასაც უწმინდესზე ამბობენ და აკეთებენ ძალიან დიდი ცოდვაა, ამას გადააჭარბა იმ ცოდვამ, რომ ადამიანმა, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, წირვა ჩაატარა. ჩამოვედი საპატრიარქოში, რომ პირადად გავსაუბრებოდი მეუფეებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი სათქმელია, რომ მათ უნდა შეინანონ, ის რაც გააკეთეს და მოიმოქმედეს. გამოძევება არის ძალიან ცუდი ფორმა, იქნებ თვითონ მიხვდნენ, რომ ძალიან დიდ შეცდომაში არიან”, - აღნიშნა მამა გრიგოლ დარსალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






