55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას ჯერჯერობით აძლევენ - ბიძინა კულუმბეგოვი
COVID-19 - 16:10, 08 Apr, 2021     1327

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას ჯერჯერობით აძლევენ, თუმცა, თუკი ახალი გარემოება გამოვლინდება, ისინი გადაწყვეტილებას გადახედავენ. კულუმბეგოვის თქმით, პრეცედენტი, რომ განსხვავებული ვაქცინით მეორე დოზაზე აცრილიყო ვინმე, მსოფლიოში არ არის, თუმცა, ეს საკითხიც განიხილება და კვლევის საფუძველია:

„ეს მთელ მსოფლიოში მსჯელობის საგანია, ჯერ ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, ჩვენც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. მაგალითად, გერმანიაში „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით 2 700 000 ადამიანია აცრილი, გერმანიის სახელმწიფო ამბობს, რამდენიმე კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ადამიანების იგივე, ან სხვა ვაქცინით აცრასთან დაკავშირებითო. ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რადგან მეორე დოზაზე არავითარი გართულება არ უნახავთ, რეკომენდაცია ისევ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრას გაუწიონ. ჩვენთან ჯერჯერობით არ არის დიდი რაოდენობით ადამიანი აცრილი 55 წლის ასაკის ქვემოთ, ჯერჯერობით ვუწევთ ამ რეკომენდაციას, თუმცა, თუ რამე შეიცვალა, ახალი გარემოება და სამედიცინო არგუმენტაცია გაჩნდება, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, ჯერ 15 მაისამდე მეორე დოზა არავის უწევს.

პრეცედენტი, რომ განსხვავებული ვაქცინით მეორე დოზაზე აცრილიყო ვინმე, მსოფლიოში არ არის, თუმცა, ეს საკითხიც განიხილება და კვლევის საფუძველია. შესაძლებელია, მეორე დოზის გაკეთების შემთხვევაში უბრალოდ, ის მეორე დოზა სრულფასოვნად გახდეს გასაკეთებელი, ანუ ორივე დოზა. ეს საკითხები კვლევის პროცესშია და აუცილებლად დაზუსტდება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42