მოძრაობა "შეცვალემ" მდინარე ენგურის სანაპიროსთან, სწორედ იმ ადგილზე, სადაც საქართველოს მოქალაქეების ცხედრები იპოვნეს, აქცია-პერფორმანსი გამართა და მიხაკები სიმბოლურად წყალში ჩაყარა.
აქციის მონაწილეების თქმით, მომხარში დამნაშავე ხელისუფლებაა, რადგან ენგურის ხიდი ჩაკეტა და საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ კარანტინის გავლის შედეგად ახერხებენ. "შეცვალეს" წევრების თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები ენგურის ხიდის გადმოკვეთას სასურსათო პროდუქტისა და მედიკამენტების გამო ცდილობენ, ხელისუფლებას კი მათთვის არც ერთხელ გაუგზავნია ჰუმანიტარული ტვირთი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მდინარე ენგურში საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვნეს. ისინი სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რადგან პენსიის აღება და სასურსათო პროდუქტის შეძენა სურდათ, ენგურის ხიდის გავლით კი იძულებულები გახდებოდნენ ხუთდღიან კარანტინში ყოფილიყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები






