ბექა ერიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გოგონას ფოტოს, რომელმაც გურამ დოჩანაშვილი უკანასკნელ გზაზე ყვავილებით ხელში გააცილა.
„გოგონა ბოლომდე იდგა გურამ დოჩანაშვილის საფლავთან, ძვირფას დროს ელოდებოდა – ხალხი როდის წავიდოდა, ხელში კი, სიყვარულის უცნაური მცენარე ეჭირა, რომელიც ათას ყვავილში ყველაზე თვალსაჩინო იყო .
„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა, რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ…”
გურამ დოჩანაშვილი“.
მასალის გამოყენების პირობები