სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა - კალაძე
საზოგადოება - 11:50, 07 Apr, 2021     1293

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, უსაფრთოხების მიზნით, შემუშავებულია მოსახლეობი საევაკუაციო გეგმა. კალაძემ ასევე იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ჩატარდა:

„ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, რაღაც თუ მოხდება გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. თუ საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ აუცილებელია თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა. ამასთან, ჩვენ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი გვაწვდის.

სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და დათესოს პანიკა. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, არ დაუჯეროთ არავის. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ვცდილობთ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე.ვსაუბრობთ ფერდზე, სადაც რამდენიმე ათეული წელია ეს პრობლემა არსებობს.

რაც გაკეთდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ისაა, რომ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, პრობლემის მოგვარებაში ჩაერთნენ გერმანელი ექსპერტები. ამ ჯგუფში შედიან სხვადასხვა სპეციალისტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სამხარაულის ექსპერტიზიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ამ ჯგუფში მონაწილეობს, მადლობა გადავუხადო. გერმანელი სპეციალისტების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც დავინახეთ საფრთხე, პირველი რაც გაკეთდა, გადავკეტეთ გზა, შეიზღუდა მოძრაობა ორმხრივად იმისთვის, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო. მოსახლეობის უსაფრთოების მიზნით ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვების და მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42