საჩივრების უგულებელყოფისა და განხილვისგან თავის არიდების ტენდენცია - ISFED-ის ანგარიში
საზოგადოება - 11:25, 07 Apr, 2021     1221

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების შიგნით კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, განსხვავებით საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრისა, სადაც მასობრივი სახე ჰქონდა პარტიული აქტივისტების მობილიზებას და ამომრჩეველთა აღრიცხვას. ანგარიშის თანახმად, აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში, უკონკურენტო არჩევნების დროსაც კი, მმართველმა პარტიამ კვლავ გამოიყენა აღნიშნული მეთოდი.

"ეს პრაქტიკა, წლებია, პრობლემას წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმი. პარტიული კოორდინატორების გარდა, საარჩევნო უბნების მიმდებარედ საეჭვო 7 პირთა ჯგუფების შეკრება, დამატებით რისკს უქმნიდა თავისუფალ საარჩევნო გარემოს.

შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი პრობლემებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით, შესწორების ოქმები როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგა. საგულისხმოა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმების რაოდენობა აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიებში შემდგარი შესწორების ოქმების რაოდენობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში შესწორების ოქმების შედგენა არა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე, არამედ არაფორმალურ გარემოში წარიმართა. შესწორების ოქმები, უმეტესად, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიცემოდა. კერძოდ, შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები არა გადათვლის საფუძველზე, არამედ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წერილობით ან/და ზეპირ ახსნაგანმარტებებზე დაყრდნობით სწორდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია და სანდოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამ მეთოდით შედგენილი შესწორების ოქმები და საოლქო სარჩევნო კომისიაში გადათვლის გარეშე გამოცემული განკარგულებები აღიქმებოდა შემაჯამებელ ოქმში ბალანსის მიღწევის ინსტრუმენტად.

გამოვლინდა, ფორმალური მიზეზით, საჩივრების უგულებელყოფისა და განხილვისგან თავის არიდების ტენდენცია. შემაჯამებელი ოქმების შესწორებისა და საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩვენო კომისიებში მიმდინარეობდა საქმის გარემოებათა შესწავლისა და არსებითი განხილვების გარეშე და, შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმების ნაცვლად, კომისია ეყრდნობოდა მხოლოდ საუბნო საარჩვენო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს. საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს მოვალეობას, კენჭისყრის სათანადოდ ჩატარებასთან ერთად, მისი შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამგვარი ნდობა უნდა მიღწეულიყო, ყველა არსებულ შენიშვნასა და საჩივარზე, დასაბუთებული და გამჭვირვალე განხილვის შედეგად მიღებული პასუხით. ამის საპირისპიროდ, საჩივრების განხილვის პროცესმა ვერ უზრუნველყო შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული დარღვევების და ხარვეზების გამჭვირვალე და სანდო მექანიზმებით აღმოფხვრა.

საარჩევნო კომისიების მსგავსად, აქაც გამოიკვეთა ფორმალური, ზედაპირული მიდგომა. ამასთან, სასამართლოები, როგორც წესი, სრულად იზიარებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების ყველა მოსაზრებას და მსჯელობას, მაშინაც, როცა ის არაფრით იყო გამყარებული ან/და საპირწონედ მომჩივანის საფუძვლიანი არგუმენტები არსებობდა. სასამართლო გადაწყვეტილებები უმეტესად შაბლონური იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგი მსჯელობა და აზრი სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილებებში იდენტურია და შეიცავს მსჯელობებს საარჩევნო კოდექსის არარელევანტურ ნორმებთან დაკავშირებით. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ვერ აჩვენეს არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვის მაღალი სტანდარტი" - აღნიშნულია ანგარიშში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42