ბევრი გოგონა მიგზავნის მეგობრობას, ლამაზები არიან, მაგრამ ვულგარულად ჩაცმულები - ბედია
საზოგადოება - 23:32, 06 Apr, 2021     1847

მომღერალი ბორის ბედია ფიქრობს, რომ ქალს სულიერი სილამაზე, მოკრძალება და თავმდაბლობა ალამაზებს. მისი აზრით, როგორი ლამაზიც უნდა იყოს ქალი თუ წყვილს შორის სულიერი კავშრი არ არის, ურთიერთობას აზრი არ აქვს.

სიყვარულზე, ურთიერთობასა და გოგონებზე მომღერალმა ჟურნალთან „თბილისელები“ ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

„ადამიანი როცა გიყვარს, პოზიტიური, კეთილი და ლაღი ხარ. თუ შეყვარებული ხარ, ესე იგი, ხარ ბედნიერი, რადგან სიყვარულია თავად ბედნიერება. ოღონდ ეს ორმხრივი უნდა იყოს. როცა ხედავ, ადამიანი მოგწონს, რომელიც ზედაც არ გიყურებს, მაშინ მასთან უნდა გაწყვიტო კავშირი. მეც მქონია შემთხვევა და დავუწუნებივარ, მე კი არა და შეიძლება, ალენ დელონი არ მოსწონდა ვინმეს. უბრალოდ, არის ქალების კატეგორია, რომლებსაც სიმპათიური ბიჭები არ მოსწონს. ხანდახან ლამაზ გოგოს ისეთი „ვირთაგვა“ შეყვარებულები ჰყავს, მითქვამს: თვალები სად აქვს-მეთქი. თუმცა, მისთვის შეიძლება, ის ყველაზე ლამაზია, ამას ვერ ახსნი. გარეგნობას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სულიერი მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ წყვილს შორის სულიერი კავშირი არ არსებობს, ასეთი ოჯახი ვერ შედგება. როცა ადამიანებს ერთმანეთში სალაპარაკო აღარ აქვთ, იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი, ტყუილია მათი ყოფა. სიყვარული არის სულიერი მდგომარეობა და არა რაღაც მატერიალურზე ჩაციკვლა.

ქალს ალამაზებს მოკრძალება, თავმდაბლობა და გარეგნული სილამაზე. სოციალურ ქსელში ბევრი გოგონა მიგზავნის მეგობრობას, ლამაზი გარეგნობის, მაგრამ ვულგარულად ჩაცმულები. ეს ასაკი გავიარე, ასეთი რაღაცები 20-21 წლის ასაკში მომწონდა. ახლა 30 წლის ვარ და სხვა შეხედულებები მაქვს“, - ამბობს ბედია „თბილისელებთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42