American Airlines-ის თვითმფრინავში მგზავრს ტანსაცმლის გამოცვლა აიძულეს. მას სალათისფერი მოსაცმელი ეცვა წარწერით "Fuck Cancer".
30 მარტს როსლინ სინგლტონი ლოს-ანჟელესის აეროპორტში თვითმფრინავის ტრაპზე ადიოდა, როდესაც მასთან ბორტგამცილებელი მივიდა და სთხოვა, რომ ტანსაცმელზე ქურთული მოეცვა.
როსლინი მას დაემორჩილა, თუმცა, აფრენის შემდეგ ბორტგამცილებელმა მას უკვე მოსაცმელის გამოცვლა მოსთხოვა.
"იგი არც მომესალმა, ისე მომთხოვა მოსაცმელის გახდა. თავი დამცირებულად ვიგრძენი, როგორც პატარა ბავშვს, მიმითითეს რა უნდა გამეკეთებინა," - აცხადებს როსლინი.
მგზავრი აცხადებს, რომ მისი მამა კიბოთი არის დაავადებული და ეს მაისური მისი მორალური მხარდაჭერის მიზნით აცვია. მან პროტესტი გამოთქვა ბორტგამცილებლის მოთხოვნის გამო, რადგან ასეთი მიმართვით მას შეურაცხყოფა მიაყენეს.
American Airlines-ი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკიდან გამომდინარე, ის კრძალავს მისი თვითმფრინავების სალონებში მგზავრების მიერ ისეთი წარწერიანი ტანსაცმლის ტარებას, რომელიც გამოხატავს ვინმეს შეურაცხყოფას, ან არანორმირებულ ლექსიკას. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ როსლინ სინგლტონის შემთხვევაში, ეკიპაჟის წევრებს უნდა გაეთვალისწინებინათ კონტექსტი და ვითარება, ზრდილობანად მიემართათ მისთვის და ბოდიში მოეხადათ.
მასალის გამოყენების პირობები






