თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სპეციალური განცხადება მეტროში არსებულ ვითარებაზე
საზოგადოება - 16:20, 06 Apr, 2021     1923

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროში მგზავრთა დიდი რაოდენობის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, რომელიც თბილისის მეტროში მგზავრთა ჭარბ რაოდენობას ასახავს.

თბილისის მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს.

პიკის საათის დროს კი მატარებლების მოძრაობის ინტერვალი საბურთალოს ხაზზე შემცირებულია 3.5, ხოლო პირველ ხაზზე - 2.5 წუთამდე.

გავრცელებული ფოტო გადაღებულია მეტროსადგურ "სადგურის მოედანი 2-ის" ტერიტორიაზე, რომელიც პირველი ხაზიდან საბურთალოს ხაზზე გადასასვლელს წარმოადგენს. აღნიშნულ მონაკვეთში ზოგადად, თავს იყრის შედარებით მეტი მგზავრი, თუმცა, არსებული განრიგები საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. თბილისის მეტროსადგურებში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან და რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდება," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42