ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ ვაწარმოებთ, გამოგვაგდეს - თეა გოდოლაძე
საზოგადოება - 15:55, 06 Apr, 2021     2900

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ცენტრი ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებულ მეწყერზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს. როგორც გოდოლაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტნიუსში" განმარტა, კომპანიამ, რომელიც თბილისის მერიამ დაიქირავა სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ტერიტორიიდან ფაქტობრივად გააგდო:

"მონიტორინგის სისტემა, რაც გვქონდა დამონტაჟებული და რითაც დავდეთ კვლევა, იმ კომპანიამ, რომელმაც იქ მუშაობა დაიწყო, გაგვინადგურა. ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის, მაგრამ როცა იქ ავედით, ყველაფერი რაც კი გავაკეთეთ, განადგურებული დაგვხვდა. იმისთვის, რომ არ დაგვზიანებოდა ძვირადღირებული აპარატურა, სასწრაფოდ მოვხსენით მეწყრიდან. როცა ვიკითხეთ, რატომ გააკეთა ეს კომპანიამ - აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს, აბსოლუტურად არ იყვნენ კოორდინაციაში. ჩვენ გვეგონა, რომ ერთობლივად მოვახდენდით მუშაობას, ერთად ავაწყობდით მონიტორინგის სისტემას - თურმე ეს ასე არ არის. თურმე მერიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კომპანიას დამოუკიდებლად უნდა გაეკეთებინა მონიტორინგი. პირდაპირ ვერ გვითხრეს წადითო, მაგრამ გაგვაგებინეს, ახლა ჩვენ ვართ და თქვენ გაჩერდითო.

ყველა წერტილი მოშალეს, საიდანაც ვაკვირდებოდით მოძრაობას, მეწყრის სახე წაიშალა, რეალურად იქ ადგილზე აღარაფერია, რაზეც დაკვირვება მოხდება. ახლა არსებული მონიტორინგი არასაკმარისია. როცა კომპანიას ვთხოვეთ წარმოედგინათ ნახაზი, დასკვნა, თუ რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, მსგავსი სამუშაოების შესრულების ფაქტობრივად ერთ ფურცელიც ვერ გვანახეს. ვკითხეთ თუ რა იდო რაპორტში, რა სახის რეკომენდაციები გასცა გერმანულმა მხარემ - ამაზე გვიპასუხეს, რომ „ზუმ ქოლით“ აქვთ კოორდინაცია. რეალურად „ზუმ ქოლის“ სპეციალისტების იმედად ვართ დარჩენილები. რაც შეეხება მერიას, მერიასთან არანაირი კომუნიკაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს, მივედით და რეალურად გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო, ჩვენც წამოვედით, რა უნდა გვექნა“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42