შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სხვადასხვა ღონისძიებებისთვის სახლებისა და სივრცეების გაქირავება იკრძალება და იმ შემთხვევაში, თუ კერძო საკუთრების მფლობელმა გაქირავება გადაწყვიტა, კლიენტს ხელშეკრულებაში უნდა დაურთოს პირობა, რომ ფართი გამოყენებული არ იქნება სოციალური ღონისძიებების გასამართად:
"მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებული იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციას აცნობოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მფლობელები ფართებს სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით აქირავებენ, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ჯარიმდება მოიჯარე ფიზიკური პირი - 2 ათასი ლარით, რაც ხალხმრავალი ქორწილების, დაბადების დღეებისა თუ ქელეხების მოწყობის პრევენციას სათანადოდ ვერ ახდენს. ახალი წესები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ამოქმედდება" - განაცხადა ფერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






